logo
ENG



კობახიძის თქმით, ევროპარლამენტი "ფეიკის მსხვერპლია"

09 ივნ 202215:05
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროპარლამენტი "ფეიკის მსხვეპრლი" გახდა. ამით ის გამოეხმაურა საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას.

"კამპანიამ, რომელიც 2012 წლიდან წარმოებს კრიმინალებს დასაცავად და ამ კრიმინალების ხელისუფლებაში დასაბრუნებლად, ევროკავშირის ერთ-ერთ უმაღლეს ინსტიტუტამდე, ევროპარლამენტამდე მიაღწია. უაღრესად შემაშფოთებელია, როდესაც თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი უმთავრესი სენის, ფეიკის მსხვერპლი ევროკავშირის ასეთი მაღალი რანგის ინსტიტუტიც კი ხდება"- თქვა კობახიძემ.

ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევისა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე რეზოლუცია მიიღო, რომელიც ხუთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ არის ინიცირებული. 

თავდაპირველად 6-მა პოლიტიკურმა ჯგუფმა რეზოლუციების საკუთარი ვერსია მოამზადა, შემდეგ კი 5 პოლიტიკური ჯგუფი საერთო ტექსტზე შეთანხმდა, მათ შორის იყო S&D, რომელიც ქართული ოცნების პარტნიორია.

დოკუმენტით ევროპარლამენტარები შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოში გაუარესებული მედიამდგომარეობის გამო, გმობენ ჟურნალისტების მიმართ დაშინების, ძალადობისა და დევნის ფაქტებს. 

რეზოლუციაში განხილულია 5 ივლისის, ნიკა გვარამიას საქმეები, ასევე, TV პირველის მფლობელებისა და ფორმულას დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის მიმართ დაწყებული დევნა. 

რეზოლუციაში ქართული ოცნების დამფუძნებლისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ.

რეზოლუციის საბოლოოდ ტექსტი გამოქვეყნებული არაა, თუმცა ფორმულას ინფორმაციით შესწორება, რომელიც ივანიშვილს ეხება, დოკუმენტში შევიდა. 


close დახურვა